Saturday, April 22, 2017

პროექტის პრეზენტაცია









პროექტებით სწავლება დამეხმარება კლასში წამოჭრილი პრობლემების უკეთ გადაჭრაში.
მოძიებული ინფორმაციების საშუალებით მოსწავლეები უკეთ გაერკვევიან იმ საკით-ხებში, რაც მანამდე მათთვის ბუნდოვანი იყო. 


Sunday, April 9, 2017

დღეს განვიხილეთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს, რომ თვითრეგულირებადი გახდნენ, როგორ განვასხვაოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები?!
ამის ცოდნა დამეხმარება სწორად დავგეგმო საგაკვეთილო პროცესი.
განვიხილეთ ფასილიტაციის მასალა: კითხვების დასმა, ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს, თვითრეგულაცია, გავაკეთეთ გრაფიკული გამოსახულება, დავსვით ნიჭიერი მოსწავლისთვის გეზის მიმცემი კითხვები და სხვა.

Saturday, April 8, 2017

დღეს შევისწავლეთ შეფასების ინსტრუმენტები. განვიხილეთ, როგორ შევაფასოთ მოსწავლის სწავლა, როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში, გეგმების, ჩეკლისტების რუბრიკების შექმნა, სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენა, თანატოლებისათვის უკუკავშირი, რომელი ფორმა განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, რაც დაგვეხმარება მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაში.

Sunday, April 2, 2017

გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს, თუ რა მოთხოვნები წავუყენო ნაშრომთან დაკავშირებით, როგორ დავაგეგმინო. ჩამოვყალიბდი, რა ცოდნის დემონსტრირებას ველი მოსწავლისაგან, რათა მომავალში ბავშვებმაგანახორციელონ საინტერესო ნაშრომები, რომელიც შეიძლება შეფასდეს შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით.

Saturday, April 1, 2017

დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი. გავერთიანდით ჯგუფებად და თანმიმდევრულად დავალაგეთ შეფასების სტრატეგიები, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი. ეს დამეხმარა შეძენილი ცოდნის მობილიზებაში.
  წყვილებში შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები, დავსვით კითხვები, გავაკეთეთ კომენტარები, მივეცით ერთმანეთს რჩევები. უკუკავშირები კარგია, რათა სხვისი თვალით დავინახო ჩემი თავი და ხარვეზები. გავითვალისწინო მათი რჩევები და მოვახდინო დროული რეაგირება.
  გავეცანი საავტორო უფლებებს, რაც მომცემს საშუალებას არ დავარღვიო სხვისი საავტორო უფლებები და არც მე მივცე სხვას ჩემი საავტორო უფლებების დარღვევის ნება.